A
A A A
a A

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს. 18-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. ტრენინგი 16 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

საარჩევნო განვითარების სკოლის სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო,  რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

2015-2017 წლებში პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს კიდევ გაიზარდა; სწავლება თბილისსა და 23 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) გაიმართება.

სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და წარადგინონ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები), 4-დან 11 ივლისის ჩათვლით. აპლიკანტმა საბუთების წარდგენისას უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროექტი, ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51

 

მისამართები, სადაც ჩატარდება საარჩევნო განვითარების სკოლის ტრენინგები

ოლქი

მისამართი

1

12

გურჯაანი

გურჯაანი, ოლქი, რუსთაველის ქ. №18

2

13

სიღნაღი

სიღნაღი, ოლქი, დ. აღმაშენებლის ქ. №13

3

17

თელავი

თელავი, ოლქი, დავითაშვილის ქუჩა №2

4

18

ახმეტა

ახმეტა, ოლქი, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50

5

20

რუსთავი

ქ. რუსთავი, ოლქი, ფიროსმანის ქ. №19

6

21

გარდაბანი

 გარდაბანი, ოლქი, დ. აღმაშენებლის ქ. №36

7

22

მარნეული

მარნეული, ოლქი, რუსთაველის №69

8

28

დუშეთი

დუშეთი, ოლქი, მ. კოსტავას #23

9

31

ახალგორი

წეროვანი, დევნილთა დასახლება, საჯარო სკოლა

10

32

გორი

გორი, ოლქი, სამების ქ. №1

11

36

ბორჯომი

ბორჯომი, ოლქი, წმინდა ნინოს ქ. №11

12

37

ახალციხე

ახალციხე, ოლქი, რუსთაველის ქ. №45

13

44

ამბროლაური

ამბროლაური, ოლქი, აღმაშენებლის ქ. №18

14

50

საჩხერე

საჩხერე, ოლქი, მაჭავარიანის ქ. №41

15

51

ზესტაფონი

ზესტაფონი, ოლქი, წერეთლის ქ. #5

16

54

სამტრედია

სამტრედია, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ფოთის ქ. №6, I სართ. 

17

59

ქუთაისი

ქუთაისი, ოლქი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№31

18

60

ოზურგეთი

ოზურგეთი, ოლქი, დოლიძის ქ. №1

19

64

სენაკი

სენაკი, ოლქი, რუსთაველის ქ. №223

20

67

ზუგდიდი

ზუგდიდი, ოლქი, კოსტავას ქ. №58

21

70

ფოთი

ქ. ფოთი, ოლქი, 26 მაისის  №7

22

79

ბათუმი

ბათუმი, ოლქი, დემეტრე თავდადებულის ქ.№27

23

81

ქობულეთი

ქობულეთი, ოლქი, მემედ აბაშიძის ქ.№10

24

 

თბილისი

ცესკო, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

25

 

თბილისი

ცესკო, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.