A
A A A
a A

საერთაშორისო კურსი „ქალთა პოლიტიკური გაძლიერების“ შესახებ ისრაელში

ისრაელის საერთშორისო თანამშრომლობის პროგრამის MASHAV-ის ფარგლებში  საერთაშორისო კურსი „ქალთა პოლიტიკური გაძლიერების“ შესახებ გაიმართა, სადაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა და საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული საბჭოს მდივანმა გიორგი კალანდარიშვილმა 19 ქვეყნის სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გაიარა სწავლება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის  წინააღმდეგობების იდენტიფიცირება ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში, წინააღმდეგობის აღმოფხვრის სტრატეგიების განვითარება, ქალები ისრაელის პოლიტიკაში და სოციალურ ორგანიზაციებში, ასევე ქალების წახალისება და მხარდაჭერა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კურსის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შესახებ. დეტალურად ისაუბრა საბჭოს ფუნქციებზე, უფლებამოსილებებზე, აქტივობებზე, ცესკოს მიერ წარმოებულ გენდერულ სტატისტიკებზე, სამომავლო გეგმებსა და ამ მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

სწავლება MASHAV Carmel-ის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში მიმდინარეობდა და ასევე მოიცავდა გასვლით სასწავლო ვიზიტებს, რომლის ფარგლებშიც კურსის მონაწილეები ესტუმრნენ ისრაელის უმაღლეს საკონმდებლო ორგანოს, ქნესეთს, სადაც გაეცნენ გენდერული თანასწორობის კომიტეტის საქმიანობას.

საერთაშორისო კურსს უძღვებოდნენ MASHAV Carmel-ის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის ხელმღვანელი პირები, მოწვეული ექსპერტები და სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სწავლება ისრაელის ქალაქ ჰაიფაში 18-დან 28 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

სულ: 6 ფოტო