A
A A A
a A

5 ივლისის სხდომის შედეგები

5 ივლისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: გიორგი ლილუაშვილი, პაატა გრიგოლია, ზურაბი ჯორბენაძე, ნანა ხომასურიძე, თამარ ანდრიაძე) მიერ ცესკოში წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის - „გსურთ თუ არა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“ ფორმულირება დააზუსტა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება უცვლელი დატოვეს. აღნიშნული საკითხის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება საინიციატივო ჯგუფმა მიმდინარე წლის 26 ივნისს შემოიტანა ცესკოში.

დღესვე, №14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ბელა ბასილაშვილი აირჩიეს.

სხდომაზე, №18 ახმეტისა და №56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა; საბუთების მიღება ცესკოში მიმდინარე წლის 6 ივლისიდან 19 ივლისის (18:00 სთ-მდე)  ჩათვლით იქნება შესაძლებელი (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).