A
A A A
a A

საერთაშორისო სადამკვირვებლო პროგრამა მექსიკაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი დიმიტრი ჯავახაძე მექსიკაში პრეზიდენტისა და ფედერალური კონგრესის წევრების არჩევნებს დააკვირდა. დიმიტრი ჯავახაძე პირველ ივლისს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებს დაესწრო. ასევე გაეცნო საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით უბნებზე შესულ საჩივრებს.

სადამკვირვებლო პროგრამის პარალელურად, კენჭისყრის დღემდე, პროგრამის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებსა და მათ წინასაარჩევნო პროგრამებს, ასევე მექსიკის საარჩევნო სისტემას, დანერგილ ინოვაციებსა და არსებულ გამოწვევებს.

დიმიტრი ჯავახაძე სადამკვირვებლო პროგრამაში მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევით მონაწილეობდა. ვიზიტი 27 ივნისს დაიწყო და 2 ივლისს დასრულდა.

სულ: 11 ფოტო