A
A A A
a A

ღია კარის დღე ცესკოში

ორგანიზაცია „ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის“ პროექტის მონაწილეებისთვის ცესკოში ღია კარის დღე გაიმართა. პროექტის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ესაუბრა იმ ინოვაციური სერვისების თაობაზე, რომელსაც ცესკო ამომრჩევლებს სთავაზობს. გიორგი შარაბიძემ ინკლუზიურ საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო პროცესში თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზეც გაამახვილა ყურადღება. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს ფოტო გამოფენა, რომელიც საქართველოში არჩევნების ისტორიას ასახავს. ახალგაზრდებისთვის ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრა. ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა მათ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია კენჭისყრის დღის პროცედურებისა და ამომრჩევლის უფლებების შესახებ.

სულ: 11 ფოტო