A
A A A
a A

13 ივლისის სხდომის შედეგები

13 ივლისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოსაცხადებელი მორიგი საგრანტო კონკურსის დაფინანსების მიმართულებად განისაზღვრა - ,,ადგილობრივი მაუწყებელი ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისთვის’’.

დღესვე №56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა; საბუთების მიღება ცესკოში მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 30 ივლისის (18:00 სთ-მდე) ჩათვლით იქნება შესაძლებელი (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).