A
A A A
a A

სამუშაო შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის

საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სამუშაო შეხვედრები/ტრენინგები გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნა; მან აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებთან მიმდინარე  საარჩევნო საკითხები მიმოიხილა.

ტრენინგი მოიცავდა საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების გაცნობას. სწავლებაში შედიოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც, როგორიც არის საარჩევნო პროცესების მართვა, საქმისწარმოება, ეფექტური ფინანსური ადმინისტრირება და ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი, რომლის შესაძლებლობებიც ცესკომ გაზარდა და გარდა  პოლიტიკური პარტიების მიერ წარმომადგენლების და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, წელს პირველად, პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეძლევათ ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესების, ერთგვაროვანი სამუშაო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის, საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების შემცირების და საოლქო საარჩევნო კომისიების მუდმივმოქმედი წევრების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, სწავლება ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის, სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა ჩაატარეს.

სულ: 26 ფოტო