A
A A A
a A

ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია. დროებითი წევრების არჩევის პროცესი, რომელსაც აკვირდებოდნენ 3 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ღია და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა. დამკვირვებლები, ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში ადევნებდნენ თვალს.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ 1 აგვისტოს, არჩევნების დანიშვნისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით გამოაცხადა ორდღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ცესკოს ვებგვერდზე.

73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 173 განაცხადი შემოვიდა. 23 (31.5%) საარჩევნო ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატი დარეგისტრირდა, 26 (35.6%) საარჩევნო ოლქში ორ-ორი და დანარჩენ 24 საარჩევნო ოლქში (32.9%) სამი და მეტი კანდიდატი.

ვინაიდან ხმათა უმრავლესობით ვერ აირჩა №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, გამოცხადდა ხელახალი კონკურსი და კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ვადებში, ცესკომ 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე აირჩია გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა.

სულ, დროებითი წევრების შესარჩევ კონკურსში 113 (62%) ქალი და 68 (38%) კაცი იღებდა მონაწილეობას; არჩეულ იქნა 40 (55%) ქალი და 33 (45%) კაცი.

ცესკოს მიერ არჩეულ სამოცდაცამეტივე დროებით წევრს აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ერთ პირს სადამკვირვებლო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც.

2018 წელს 73 არჩეული დროებითი წევრიდან, აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი, საერთო არჩევნების მონაცემების მიხედვით (2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები და 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები), 57 (78%) ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით იყო არჩეული; ხოლო 16 დროებითი წევრი, ასევე ბოლო ორი საერთო არჩევნების მონაცემების შესაბამისად, იყო პარტიული ნიშნით ნომინირებული საარჩევნო მოხელე და მათგან 10-ს, ასევე ჰქონდა პროფესიული ნიშნით მუშაობის გამოცდილებაც.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ დროებით წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით; ხოლო დანარჩენ 6 წევრს საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული პარტიები ნიშნავენ.

დეტალური ინფორმაცია დროებითი წევრების არჩევისა და სახელობითი კენჭისყრის შესახებ:

4 აგვისტოს გამართულ სხდომაზე არჩეული დროებითი წევრები და ინფორმაცია სახელობითი კენჭისყრის შესახებ

6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე არჩეული დროებითი წევრი და ინფორმაცია სახელობითი კენჭისყრის შესახებ