A
A A A
a A

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

კანონმდებლობა

მხარდაჭერის მიმღებ პირს თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ აქვს არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება. (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 3. ა.გ.)

პირებს, რომლებიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროებად ცნო და სტაციონარში არიან მოთავსებული, არ აქვთ არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება. (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 18511)

სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უნდა მოახდინონ საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობის გამოყოფა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ამომრჩევლისთვის. ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში კენჭისყრის დღეს, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა მოხდეს არსებული შენობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.11)

ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს. (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.2)

ცესკო დადგენილებით დარეგულირებული აქვს ზედა კიდურების არმქონე ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცედურას, რომლის თანახმადაც:

  • არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურას;
  • საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“, აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით;
  • ამომრჩევლის თანდასწრებით, ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში ათავსებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში. ცესკოს დადგენილება №45/2016

ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფი

ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის კოორდინირებულ საქმიანობას ახორციელებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი. სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულებით. იხილეთ  სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა

შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში. იხილეთ  სამოქმედო გეგმა

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლების ინფორმირება

  • ცესკო უზრუნველყოფს შშმ პირთა სერვისების შესახებ ვიდეო რგოლის მომზადებას;
  • ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეო რგოლი და კენჭისყრის დღეს გამართული ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგები ხელმისაწვდომია ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის ჟესტურ ენაზე;
  • ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საშუალება აქვს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში განახორციელოს ვიდეო ზარი და საარჩევნო უბანზე ისარგებლოს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით;
  • უსინათლო ამომრჩევლებს საშუალება აქვს, ადაპტირებული ცესკოს ვებგვერდის საშუალებით, გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში;
  • ინფორმაცია უსინათლო ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენების მიზნით, ბიულეტენში არსებული სააჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ; (ჩამოტვირთეთ)
  • საარჩევნო პერიოდში, ბანერში ,,საარჩევნო რუკა“ განთავსებულია დეტალური ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შემავალი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ. (ჩამოტვირთეთ)

ინფორმაცია ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ცესკოს ვებგვერდზე, განთავსდება კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 58.11)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველებს კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

  • უსინათლო ამომრჩევლებს - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმას (ფოტო);
  • მცირემხედველ ამომრჩევლებს - ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელ ლინზას (ფოტო);
  • ეტლით მოსარგებლეამომრჩევლებს - ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის სპეციალურ კაბინას (ფოტო);
  • ყრუ, სმენადაქვეითებულ და მხარდაჭერის მიმღებ პირებს - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულ კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველ პოსტერს (ფოტო);
  • იმ შემთხვევაში თუ ეტლითმოსარგებლე ამომრჩევლები მიმართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას ზოგიერთ უბანზე შესაძლებელი იქნება პორტატული (მოძრავი) პანდუსის განთავსება;


ინფორმაცია 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ (ჩამოტვირთეთ)


საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის განახლდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ ინსტრუქცია. აღნიშნული ინსტრუქციის შესახებ, ტრენინგები ჩაუტარდებათ საუბნო საარჩევნო კომისიის 43 000-ზე მეტ წევრს. იხილეთ  ინსტრუქცია

იმისთვის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა შშმ ამომრჩევლებს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება ცესკომ სწავლების ცენტრთან ერთად ინსტრუქციის მიხედვით, მოამზადა ვიდეო რგოლი.

იხილეთ ვიდეო გალერეა