A
A A A
a A

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

2018 წლის 17 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 16 არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ საკონკურსო თემატიკაზე -  ადგილობრივი მაუწყებელი ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისთვის.

დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ადგილობრივი ტელემაუწყებლის როლის გააქტიურებას ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2018 წლის 21 სექტემბრიდან - 21 ოქტომბრამდე  პერიოდში განხორციელდება საქართველოს რეგიონებში.

საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.