A
A A A
a A

ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს (OSCE/ODIHR) მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ პოლონეთში  ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ ყოველწლიურ შეხვედრაში (HDIM) მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია მოიცავს ისეთ გლობალურ საკითხებსა და გამოწვევებს, როგორიც არის ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, დამოუკიდებელი მედია და კარგი მმართველობის პრინციპები.

სესიაზე, სახელწოდებით, „დემოკრატიული მმართველობა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, დემოკრატიული არჩევნები“ სიტყვით გამოსვლისას ანა მიქელაძემ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილ იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც ინკლუზიურ საარჩევნო გარემოსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საარჩევნო პროცესში ჩართვას მოიცავს. ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საარჩევნო დოკუმენტაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე. ცესკოს პრეს-სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივაზე, საარჩევნო პროცედურების და საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის შესახებ. ანა მიქელაძემ ასევე ხაზი გაუსვა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებსა და  მნიშვნელობას საქართველოში სანდო და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პროცესში.

ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს (OSCE/ODIHR)  მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM) ვარშავაში 10 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბერს დასრულდება.

სულ: 5 ფოტო