A
A A A
a A

საინფორმაციო კამპანია ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის

საარჩევნო კულტურის განვითრებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით სწავლების ცენტრი საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას აგრძელებს.

სწავლების ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებში 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეხვდნენ, რომლებსაც მიაწოდეს ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სერვისების შესახებ.

საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად ჩატარებულ შეხვედრებზე ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია არჩევნებში ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხებზე და ხმის მიცემის პროცედურის შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით მონაწილობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრის პროცესში.

სწავლების ცენტრმა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან საინფორმაციო კამპანია თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო - ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში, 2018 წლის 16 აპრილის საგრანტო კონკურსზე გამარჯვებულ 11 არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, განახორციელა. 

სულ: 8 ფოტო