A
A A A
a A

დასრულდა საინფორმაციო შეხვედრა რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან

ცესკოსა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა, 2018 წლის 2-4 ოქტომბრის პერიოდში, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებს  და განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

  • მედიის როლი საარჩევნო პროცესში;
  • კენჭისყრის დღე და ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციები;
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობა;
  • ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებს და იმსჯელეს მედიის როლის მნიშვნელობაზე მშვიდობიანი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის პროცესში. აღნიშნულ საკითხებზე  ინფორმაციის მიწოდება  შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა კი მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება არჩევნების გაშუქების ძირითად სქემებთან და  არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით.

შეხვედრის ბოლოს მედიის წარმომადგენლებს გადაეცათ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელოები.

საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 25 ტელე/რადიო მაუწყებლობის და 26 ბეჭდური/ონლაინ მედიის 61 წარმომადგენელმა, მათ შორის ქალი - 44  და კაცი - 17. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

4 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლები.

ცესკომ და სწავლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა" და "ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან" თანამშრომლობით განახორციელა.

სულ: 11 ფოტო