A
A A A
a A

სამუშაო შეხვედრა საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებთან და იურისტებთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და იურისტებისთვის სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრა 1-ელ ოქტომბერს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა. მან მონაწილეებთან იმ  საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებსაც საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ეცნობიან.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებთან და იურისტებთან განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საარჩევნო დავები, დისციპლინური სახდელების გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჩივრების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები.

შეხვედრები გაიმართა ცესკოში და 7 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება რეგიონებში 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისა და იურისტებისთვის.

სულ: 11 ფოტო