A
A A A
a A

ცესკომ და სწავლების ცენტრმა ამომრჩევლებისათვის საინფორმაციო ხასიათის აქცია „საარჩევნო ქოლგები“ გამართეს

6 ოქტომბერს ცესკოს და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა თბილისში ჩაატარეს საინფორმაციო ხასიათის აქცია „საარჩევნო ქოლგები“, რომლის ქვეშ ბევრი ამომრჩეველი გაერთიანდა, მათ 28 ოქტომბერს გასამართ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნა დააფიქსირეს და ნების გამოსახატად საარჩევნო ყუთში სიმბოლურად მწვანე ბარათები მოათავსეს წარწერით - მე აქტიური ამომრჩეველი ვარ.

თბილისობის დღესასწაულზე ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისების შესახებ და დაურიგდათ ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი ბუკლეტები.

აღნიშნული ღონისძიება „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და აქტიური მონაწილეობის წახალისების ხელშეწობა.

სულ: 9 ფოტო