A
A A A
a A

ცესკოს წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკაში არჩევნებს დააკვირდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკაში პარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ. ცესკოს წევრი ხათუნა სხირტლაძე და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სეხნიაშვილი როგორც უბნების გახსნის, ისე დახურვის და ხმის დათვლის პროცესს დაესწრნენ. ისინი შეხვდნენ ლატვიის საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს. ხათუნა სხირტლაძე და გიორგი სეხნიაშვილი ასევე ესტუმრნენ ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს.
პარლამენტის არჩევნები ლატვიის რესპუბლიკაში 6 ოქტომბერს გაიმართა. კენჭისყრის პროცესს 11 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ცესკოს დელეგაცია ლატვიის საარჩევნო ადმინისტრაციის მიწვევით დააკვირდა.