A
A A A
a A

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა III ეტაპის ტრენინგები 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 3-11 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ხორციელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები (პროგრამა ითვალისწინებს თითო კომისიიდან 9 წევრის სწავლებას). 12 ოქტომბრიდან დაიწყება III ეტაპის ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ.

პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის პროცესში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო ფუნქციები კენჭისყრის პროცესში და რეაგირება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის დახურვის პროცესში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო ფუნქციები დათვლის პროცესში და რეაგირება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების კომპეტენცია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენასა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

III ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

სულ: 5 ფოტო