A
A A A
a A

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.

„საზოგადოებას გავაცნობ არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელიც დათვლილია 500-ზე მეტ უბანზე და ასახულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებში; მინდა აღვნიშნო, რომ ოქმები დაუყოვნებლივ აიტვირთა, გახდა საზოგადოებისთვის საჯაროდ ცნობილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამავდროულად, სანამ შედეგებს გამოვაცხადებ, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და იყო აქტიური ამომრჩეველი; მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჩართულ მხარეებს, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ იმ საქმეს რასაც საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა ჰქვია.

რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ამ ეტაპზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ატვირთული ოქმები შემოდის და ეს შედეგები, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ დაუყოვნებლივ იტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ამ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ეტაპობრივად განვაახლებთ მონაცემებს, რაც საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი უფრო მეტი ოქმების მიხედვით“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით, (ყველა უბნის დაახლოებით 13%-ზე მეტი), შემდეგია:

 

 პრეზიდენტობის კანდიდატი

მიღებული ხმების რაოდენობა

პროცენტული მაჩვენებელი

1

მიხეილ ანთაძე 
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

107

(0.07 %)

2

დავით ბაქრაძე 
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

17798

(10.83 %)

4

ვახტანგ გაბუნია 
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

186

(0.11 %)

5

გრიგოლ ვაშაძე 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

62352

(37.93 %)

10

შალვა ნათელაშვილი 
საქართველოს ლეიბორისტული პარტია

6842

(4.16 %)

13

ზვიად მეხატიშვილი 
საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

80

(0.05 %)

17

გიორგი ლილუაშვილი 
საქართველო

85

(0.05 %)

18

აკაკი ასათიანი 
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

171

(0.1 %)

21

კახა კუკავა 
თავისუფალი საქართველო

1953

(1.19 %)

22

ოთარ მეუნარგია 
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

67

(0.04 %)

23

ირაკლი გორგაძე 
მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის

39

(0.02 %)

25

დავით უსუფაშვილი 
თავისუფალი დემოკრატები

2526

(1.54 %)

27

ზვიადი ბაღდავაძე 
სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო

42

(0.03 %)

28

მიხეილ სალუაშვილი 
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე

281

(0.17 %)

30

ზვიად იაშვილი 
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)

47

(0.03 %)

31

თამარი ცხორაგაული 
თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა

385

(0.23 %)

35

გელა ხუციშვილი 
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

151

(0.09 %)

36

ზურაბ ჯაფარიძე 
გირჩი

2650

(1.61 %)

40

ლევანი ჩხეიძე 
ახალი ქრისტიან-დემოკრატები

328

(0.2 %)

48

სალომე ზურაბიშვილი 
დამოუკიდებელი

65840

(40.05 %)

49

ბესარიონ თედიაშვილი 
დამოუკიდებელი

329

(0.2 %)

51

გიორგი ანდრიაძე 
დამოუკიდებელი

1180

(0.72 %)

58

კახაბერ ჭიჭინაძე 
დამოუკიდებელი

126

(0.08 %)

62

ვლადიმერ ნონიკაშვილი 
დამოუკიდებელი

68

(0.04 %)

65

თეიმურაზ შაშიაშვილი 
დამოუკიდებელი

755

(0.46 %)