A
A A A
a A

საერთაშორისო კონფერენცია „არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების როლი: სტანდარტების გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ნდობა“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და თავმჯდომარის მრჩეველმა თამაზ შარმანაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 25 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია თემაზე „არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების როლი: სტანდარტების გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ნდობა“ ასტანაში გაიმართა. გიორგი შარაბიძემ პრეზენტაციის წარდგენისას ამომრჩეველთა ნდობის გაზრდის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ სერვისებზე ისაუბრა. პრეზენტაციამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ცესკოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმაზე შეთანხმდენენ.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს საარჩევნო საკითხებზე გამოცდილებას უზიარებდნენ და შემდეგ საკითხებს განიხილავდნენ: „არჩევნები და თანამედროვე ტექნოლოგიები“, „საარჩევნო სისტემის განვითარება ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე“, „არჩევნები და სოციოლოგია: საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესებში“, „დემოკრატიული არჩევნები: ახალგაზრდების პასუხისმგებლობა და საზოგადოების კეთილდღეობა“.

საერთაშორისო კონფერენცია ასტანაში 1-2 ნოემბერს გაიმართა და მასში ყაზახეთის ოფიციალური უწყებების, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სულ: 3 ფოტო