A
A A A
a A

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” მრავალპარტიული ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) “ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” მრავალპარტიული ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაციის წევრებს ცესკოს წევრი დიმიტრი ჯავახაძე, ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბერულავა შეხვდნენ.

სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო. მან ასევე ისაუბრა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესაბამისად შშმ პირებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობის თვალსაზრისით შეთავაზებული სერვისების შესახებ. „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ მრავალპარტიული ოფისის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ მრავალპარტიული ოფისის დელეგაცია საქართველოში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფონდის დირექტორი, ადელ პოსკიტი, პოლიტიკის მიმართულების დირექტორი ჯონ ჰოვარდი, შოტლანდიის ეროვნული პარტიის წევრი მორაგ ფულტონი და შშმ საკითხებზე მომუშავე ექსპერტი, ნატაშა სკოტი, ვესტმინსტერის ფონდის შოტლანდიის ეროვნული პარტიის პროგრამის მენეჯერი.

სულ: 7 ფოტო