A
A A A
a A

შეხვედრა ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გერტ-ჰაინრიხ არენს, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მეგან ფიცჯერალდს და ანალიტიკოსებს (საარჩევნო და იურიდიულ საკითხებში) შეხვდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე საარჩევნო პროცესის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს ის მიმართულებები და საკითხები, რომელიც შესაძლოა მისიის საბოლოო ანგარიშში რეკომენდაციების სახით აისახოს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია საქართველოს პრეზიდენტის  არჩევნების როგორც პირველ, ასევე მეორე ტურს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა.

სულ: 9 ფოტო