A
A A A
a A

შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტთან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ახლად არჩეულ პრეზიდენტ ენტონი ბანბერის შეხვდა. შეხვედრა ცესკოში გაიმართა და მას ცესკოს პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე, IFES-ის პროექტის ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე და IFES-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ოფიცერი ქეთი შუბითიძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ისაუბრეს. IFES-ის პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის წარმატება ცალსახაა. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად განვითარდა.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ენტონი ბანბერი პირველად საქართველოს ეწვია და იმ ქვეყნებს შორის სადაც IFES-ს წარმომადგენლობები აქვს გახსნილი, პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარესთან გამართა.

სულ: 8 ფოტო