A
A A A
a A

მედია წარმომადგენლების აკრედიტაციის წესები და უფლებები

მედიის  წარმომადგენლების აკრედიტაცი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44)

რამდენიმე საარჩევნო ოლქში მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნები.

ერთ საარჩევნო ოლქში მომუშავე მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

● განცხადება აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ( 12 ივნისი 18:00 სთ);

●განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

 

მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

თავისუფლად და დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას - გააშუქონ კენჭისყრის დღე, კენჭისყრის დღემდე პერიოდი და კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდი.

 

შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

▪ დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს;

▪კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში;

▪ შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად,დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს.

 

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 41.2.ა-დ;41.4)

მედიის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ:

▪ ჩაერიონ საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

▪ გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

▪ აგიტაცია გაუწიონ ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

▪ ატარონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი.

▪ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;


ყურადღება!

საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, მედიის წარმომადგენელი გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან.


აკრედიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

media@cec.gov.ge