ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

მედია რელიზი

ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

18 აპრილი, 2004

18 აპრილს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

მიღებული განკარგულების თანახმად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრა: 2, 343, 087. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 1, 498, 012. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 33, 329.

საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი 52 საარჩევნო უბანში, გაუქმებულია ასევე ქობულეთისა და ხულოს ყველა საარჩევნო უბანის შედეგები.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა შემდეგი სახით განაწილდა:

#

პარტიის (ბლოკის) დასახელება

მიღებული ხმების რაოდენობა

%

მიღებული მანდატები

1

სოციალისტური პარტია

7 229

0.48%

 

2

დემოკრატიული აღორძინების კავშირი

57 829

3.86%

 

3

ბლოკი “მემარჯვენე ოპოზიცია- მრეწველები, ახლები”

113,313

7.56%

15

4

საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია

89,981

6.01%

 

5

ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები

992,275

66.24%

135

7

ედპ-ტრადიციონალისტები

38,247

2.55%

 

8

საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანება “მძლეველი”

737

0.05%

 

10

ნაციონალისტები

4039

0.27%

 

11

ბლოკი “სამშობლო”

520

0.03%

 

12

ბლოკი “ნაციონალური აღორძინება”

1759

0.12%

 

13

ბლოკი ჯუმბერ პატიაშვილი-პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა”

37,054

2.47%

 

14

დემოკრატიული სიმართლის პარტია

2062

0.14%

 

15

საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტია

477

0.03%

 

16

ნოდარ ნათაძე-სახალხო ფრონტი

2184

0.15%

 

18

პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება-კონსტანტინე ზ. გამსახურდია”

65,809

4.39%

 

20

სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი

349

0.02%

 

საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არ არის გათვალისწინებული იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები, რომლებმაც საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხსნეს კანდიდატები.

ცესკო-მ ასევე დაამტკიცა ჭიათურის საარჩევნო ოლქში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

დამტკიცებული ოქმის მიხედვით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრა: 31,547. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა- 14,205. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 192.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა:
ჭუმბურიძე იასონ (ნაციონალური მოძრაონა-დემოკრატები) 5,234
მოცრაძე თენგიზ (დამოუკიდებელი კანდიდატი)          8,700

პარლამენტის წევრად არჩეულია თენგიზ მოცრაძე.