კომისიის წევრი

ლევან მაისურაძე
ლევან მაისურაძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

დაბადების თარიღი: 25.11.1970

ლევან მაისურაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2012 წლის სექტემბრიდან. მან უმაღლესი განათლება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მიიღო, რომელიც 1994 წელს  დაამთავრა, 1998 წელს კი დაამთავრა  ასპირანტურა. 1999 წელს დაასრულა სწავლა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ,,აჭარა’’-ს იურიდიული ფაკულტეტზე.

ლევან მაისურაძე  2012 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ის 2009 - 2012 წლებში ირიცხებოდა მოსამართლეთა რეზერვში, 2003 - 2009 წლებში იყო ონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, 2001 - 2003 წლებში კი თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე.

ფლობს რუსულ ენას.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.