კომისიის წევრი

მარინა წულუკიძე
მარინა წულუკიძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“

დაბადების თარიღი: 17.05.1951

მარინა წულუკიძე  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2012 წ. ოქტომბრიდან. მან უმაღლესი განათლება 1970-1975 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიაში (ფორტეპიანოს განხრით) მიიღო.

მარინა წულუკიძე 2012 წელს იყოს პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ადმინისტრაციის უფროსი, ქალთა საბჭოს თავმჯდომარე; 2004 - 2008 წლებში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მრეწველების“ აპარატის უფროსი; 2003 - 2004 წლებში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მრეწველების“ მოწვეული სპეციალისტი; 1975-1986 წლებში ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური სასწავლებლის მუსიკის პედაგოგი; 1978 წლიდან დღემდე მუშაობს მიხ. თუმანიშვილის სახელობის კინო - მსახიობთა თეატრში (კონცერტმეისტერი, სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება).

ფლობს რუსულ ენას.

ჰყავს ერთი შვილი.