A
A A A
a A

კომისიის წევრი

გიორგი ჭიქაბერიძე
გიორგი ჭიქაბერიძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

დაბადების თარიღი: 15.03.1984

გიორგი ჭიქაბერიძე 2015 წლიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია. მან უმაღლესი განათლება 2001–2006 წლებში, ქ. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. ფლობს BRIDGE-ის სერტიფიკატს საარჩევნო საკითხებში. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით. 

გიორგი ჭიქაბერიძე 2013–2015 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, 2006–2013 წლებში კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი/ადვოკატი; 2003-2014 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივი დამკვირვებელი საქართველოში ჩატარებულ სხვადასხვა არჩევნებზე. 2002–2003 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი კონსტიტუციის 42–ე მუხლი“–ს, იურიდიული კლინიკის პროგრამის მონაწილე.

ფლობს გერმანულ ენას.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.