A
A A A
a A

კომისიის წევრი

ზურაბ ხრიკაძე
ზურაბ ხრიკაძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

დაბადების თარიღი: 04.12.1966

ზურაბ ხრიკაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2015 წლის თებერვლიდან. 1995–1996 წლებში ის რობერტ შუმანის სახელობის ჟურნალისტიკის ინტიტუტში (IRCOM) სწავლობდა (ქ. ანჟე, საფრანგეთი); 1983–1989 წლებში კი მოსკოვის დ.ი მენდელეევის სახელობის ქიმიურ–ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ქიმიური კიბერნეტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა (მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია). 

ზურაბ ხრიკაძე 2011 წლიდან ცესკოს წევრად არჩევამდე იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მშვიდობისა და განვითარების პროგრამის თანამშრომელი. 2011 წელს იყო პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრის შექმნის პროექტის მენეჯერი (არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუსი“); 2009- 2011 წლებში იყო სამოქალაქო განათლების სპეციალისტი (UNDP პროექტი „საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება“); 2009 წელს იყოს მიწვეული ექსპერტი გამოხატვის თავისუფლების საკითხებში, ევროპის საბჭო (CoE); 2003– 2009 წლებში მედიისა და სიტყვის თავისუფლების სპეციალისტი ეუთოს საქართველოს მისიაში (OSCE Mission to Georgia); 2005 წელს ამომრჩეველთა განათლების სპეციალისტი (ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის პროგრამა. ქ. აჰვაზი, ირანის ისლამური რესპუბლიკა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია / გაერო); 1997–2003 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუსის“ მედია ტრენინგების პროგრამის მენეჯერი; 1996– 2002 წლებში „რადიო თავისუფლების“– მიწვეული ჟურნალისტი, საერთაშორისო ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების მიმომხილველი (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა); 1995 წელს წმინდა საყდრის სადესპანოს (ვატიკანის საელჩო), ელჩის თარჯიმან–რეფერენტი; 1993 – 1995 წლებში იყო თავისუფალი ჟურნალისტი და რედაქტორი სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის, მათ შორის: საინფორმაციო ცენტრი იბერია, სააგენტოები WPS, BGI, რადიო BBC; 1989-1992 წლებში  იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ინჟინერი.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.