A
A A A
a A

კომისიის წევრი

დიმიტრი ჯავახაძე
დიმიტრი ჯავახაძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

დაბადების თარიღი: 04.04.1976

დიმიტრი ჯავახაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2014 წლის დეკემბრიდან. 2015 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი; 2015 წელს იყო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელი; 2011-2012 წლებში სწავლობდა კარლ-ფრიდრიხ გოერდელერის დემოკრატიული მმართველობის კოლეჯში, სასწავლო მიმართულება - სახელმწიფო მმართველობა, მენეჯმენტი და კომუნიკაცია საზოგადოებაში, მართვა და პოლიტიკა; 2003-2005 წლებში სწავლობდა ალბერტ-ლუდვიგ უნივერსიტეტში, (ფრაიბურგი. ეკონომიქსი); 2001-2003 წლებში კარლსრუეს უნივერსიტეტში, (ინფორმატიკა); 1999-2001 წლებში კარლსრუეს უნივერსიტეტის სასწავლო კოლეჯში, (გერმანული ენა, DSH-სერთიფიკატი); 1993-1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის და მარკეტინგის ფაკულტეტზე; 

დიმიტრი ჯავახაძე 2007 წელს იყო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2012-2014 წლებში გოერდელერის კოლეჯის კურსდამთავრებულთა წარმომადგენლობის თავმჯდომარე, (MitOst - არასამთავრობო ორგანიზაცია. ბერლინი, გერმანია); 2006-2007 წლებში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი; 2001-2005 წლებში იყო ხარისხისა და საბოლოო კონტროლის მონიტორი (DaimlerChrysler AG Rastat. QM Abteilung, გერმანია).

ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი