კომისიის წევრი

ირაკლი ჭყოიძე
ირაკლი ჭყოიძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

პ/გ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"

დაბადების თარიღი: 31.08.1973

ირაკლი ჭყოიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2015 წლის თებერვლიდან. მან უმაღლესი განათლება 2003 – 2008 წლებში დ. გურამიშვილის ქართულ-უკრაინულ საერთაშორისო უნივერსიტეტ „იბერიაში“ მიიღო და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1991 – 1996 წლებში ირაკლი ჭყოიძე ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგაც ჟურნალისტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

ირაკლი ჭყოიძე 2014 წელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“, 2013 წელს კი  პ/გ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი  იყო. 2011 – 2014 წლებში იყო პ/გ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო სისტემის სპეციალისტი; 2012 წელს მუშაობდა „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაში“ რეგიონალური განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2005 – 2008 წლებში საავტორო უფლებების სფეროში კერძო იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა; 2003 – 2005 წლებში იყო შპს „ტელეკონტენტის“ კომერციული დირექტორი, 1998 – 2002 წლებში კი „FIS-Engineering”, სარეკლამო და PR განყოფილების დირექტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.