კომისიის წევრი

დავით გურგენიძე
დავით გურგენიძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

პ/გ „ევროპული საქართველო“

დაბადების თარიღი: 10.08.1980

დავით გურგენიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2007 წლიდან. მან უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო (1997- 2002). უნივერსიტეტი დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.  

დავით გურგენიძე 2004-2007 წლებში იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე. 2004 წელს ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, 2003-2004 წლებში კი ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. დავით გურგენიძე ასევე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, (2001-2003 წწ.) 1999-2001 წლებში კი უძრავი ქონების სააგენტო "ცენტრ პოინტის” იურისტის თანამდებობა ეკავა. 1999 წელს ის, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის სტაჟიორი იყო.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.