A
A A A
a A

კომისიის წევრი

ხათუნა სხირტლაძე
ხათუნა სხირტლაძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

დაბადების თარიღი: 15.05.1965 

ხათუნა სხირტლაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2016 წლის ნოემბრიდან. მან უმაღლესი განათლება 2000-2005 წლებში მიიღო თბილისის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში (ფილოლოგიის ფაკულტეტი) და 1999-2000 წლებში თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მონაწილეობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამაში  - სახელმწიფო მოხელის უნარ-ჩვევები. ასევე  აღმოსავლეთ ქვეყნების საჯარო მოხელეების საპარტნიორო პროექტის TACIS-ის პროგრამაში.

ხათუნა სხირტლაძე 2012 წლიდან იყო სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ სერტიფიცირების და პროექტების მართვის განყოფილების სპეციალისტი, ხოლო 2007-2012 წლებში - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების დეპარტამენტის საოქმო სარეგისტრაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. 2003-2007 წლებში ის იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე.  2000 – 2003 წლებში მუშაობდა  სახელმწიფო კომპანია „საქნავთობპროდუქტის“ აუდიტის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. 1994-2000 წლებში იყო შ.პ.ს. „ჯი დი სის“ (G&S LTD) კომერციული დირექტორი.

1991-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეოთხე მთავარი სამმართველოს სამედიცინო ინფორმატიკის განყოფილების უფროს სპეციალისტად. 1986-1991 წლებში კი საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს საზოგადოებრივი კვების სამმართველოს სპეციალისტად.

ფლობს რუსულ ენას.

ჰყავს  ერთი შვილი.