კომისიის წევრი

დავით გოცირიძე
დავით გოცირიძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

პ/გ „ქრისტიან-კონსერვატორები“

დაბადების თარიღი: 01.03.1966

დავით გოცირიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2016 წლის ნოემბრიდან. მან უმაღლესი განათლება 1984–1990 წლებში მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (კავშირგაბმულობის ფაკულტეტი).

დავით გოცირიძე 2012 წლიდან იყო #5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრი. 2010-2011 წლებში - გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი. 2009-2010 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „თბილსერვისჯგუფის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. 2007-2009 წლებში კი - თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის რევიზორად.

დავით გოცირიძე 2006-2007 წლებში იყო #67 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრი. 1995-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიოში, ინჟინრად. 1986-1994 წლებში კი - თბილისის მერიის სამსახურის სანდასტექმრეწვ. სამმართველოს ინჟინრად.

ფლობს რუსულ ენას.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.