კომისიის წევრი

დავით კირთაძე
დავით კირთაძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაბადების თარიღი: 15.03.1979

დავით კირთაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2016 წლის ნოემბრიდან. მან უმაღლესი განათლება 1996-2000 წლებში, მიიღო საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში (საინჟინრო მექანიზაციის ფაკულტეტი). 2003 წელს დაამთავრა მეორადი ფაკულტეტი ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტში - „თბილისი“, საერთაშორისო სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

დავით კირთაძე 2016 წელს იყო საქართველოს პარლამენტის ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ აპარატის უფროსი. 2014 წელს მუშაობდა  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე. 2007-2013 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2006-2007 წლებში, დავით კირთაძე მუშაობდა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის რევიზორად, ხოლო 2006 წელს იყო N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის მოწვეული სპეციალისტად, 2002-2004 წლებში კი იყო  სააქციო საზოგადოება „სოფელექტრომშენის“ იურისტი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.