A
A A A
a A

2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება

19 ოქტომბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის საქართველოს პარლამენტის 1 ოქტომბრის მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგები დაადგინა. 

იხილეთ შემაჯამებელი ოქმი

2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებმა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა 62,115 ადგილობრივი და 1,641 საერთაშორისო დამკვირვებელი, 33 000-ზე მეტი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელი და 3,295 მედიაწარმომადგენელი. ამომრჩეველს კი საქართველოს მასშტაბით 47 ათასზე მეტი კომისიის წევრი ემსახურებოდა. 

24 საათიან რეჟიმში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. ყოველ ორ საათში ერთხელ დილის 9:00 სთ-იდან კომისიაში იმართებოდა საინფორმაციო ბრიფინგები; ცესკო საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას როგორც ამომრჩეველთა აქტივობის, ისე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. კომისიაში შემოსულ ყველა - ამა თუ იმ სახის დარღვევაზე ხდებოდა დროული რეაგირება, რის შესახებაც, ასევე ოპერატიულად ვრცელდებოდა კომისიის მიერ ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვივებლო ორგანიზაციებმა; როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტტებისა და ადამიანის უფლებათ აოფისის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა 2 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული – ”მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეფექტურად და გამჭირვალედ მოქმედებდა, იგი ხშირად ატარებდა შეხვედრებს, რომლებიც ღია იყო დამკვირვებლებისთვის, პარტიებისა და მედია წარმომადგენლებისთვის...”

სულ: 9 ფოტო