A
A A A
a A

2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

კანონმდებლობა

საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ  უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზე უნდა განთავსდეს. (საარჩევნო კოდექსი მუხლი 14.1.ქ.)

საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც. (საარჩევნო კოდექსი მუხლი 63.1.)


ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი

ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის კოორდინირებულ საქმიანობას ახორციელებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი. სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულებით. იხილეთ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა

ეთნიკური უმცირესობების მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში. იხილეთ სამოქმედო გეგმა


საქართველოს პრეზიდენტის
 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 12 საოლქო საარჩევნო კომისიაში შექმნილია 346 საარჩევნო უბანი, კერძოდ:

  • ქართულ-აზერბაიჯანული – 209 უბანი;
  • ქართულ-სომხური – 133 უბანი;
  • ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული – 4 უბანი.

იხილეთ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული საარჩევნო უბნები


ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა ინფორმირება

  • ცესკო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებისთვის სერვისების შესახებ ვიდეო რგოლის მომზადებას;
  • ყველა ვიდეო რგოლი თარგმნილია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივ მედია საშუალებებში;
  • ბეჭდურ მედიაში, რომელიც იბეჭდება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ქვეყნდება ინფორმაცია საარჩევნო პროცედურებისა და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ;
  • ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე შეუძლიათ;
  • ცესკოს სატელეფონო ცენტრის (2 51 00 51) ოპერატორები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე პირებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენებზე აწვდიან.


ეთნიკური
 უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:

  • საარჩევნო ბიულეტენ ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანული, ხოლო შერეულ საარჩევნო უბნებზე (4 საარჩევნო უბანი) ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • ამომრჩეველთა ერთიანი სია ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • ბიულეტენის შევსების წესი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.


ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო დოკუმენტაცია

სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერები ინტენსიურ ტრენინგებს უტარებენ. ასევე, მათთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნია შემდეგი სახელმძღვანელოები: