A
A A A
a A

სასამართლომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დააჯარიმა.

საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დღეს გამოაცხადა.

ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.