A
A A A
a A

ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებისთვის 2020

ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი

ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან, საარჩევნო ადმინისტრაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები (ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები).

სამუშაო ჯგუფის კოორდინირებულ საქმიანობას ახორციელებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი.

სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულებით.

ეთნიკური უმცირესობების მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში

ვის შეუძლია ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობის მიღება?

სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.

როგორ ხდება სამუშაო ჯგუფში მიღება?

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელი, ოფიციალურად, წერილობით მიმართვას, ცესკოს თავმჯდომარეს, რომ ორგანიზაციას სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ცესკოში შექმნილ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე  ჯგუფში. წერილთან ერთად, ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:

  • ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუშაობის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი მასალა/დოკუმენტაცია;
  • ჯგუფში მონაწილეობაზე წარდგენილი პირის: სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა; მობილური ტელეფონის ნომერი).

სიახლე

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 200)

ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურა

ვის აქვს უფლება მოითხოვოს ადაპტირებული საარჩევნო უბანი?

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

რამდენი დღით ადრე უნდა მიმართოს ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით
შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას?

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა, კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს მე-6 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას.

საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნითრა ფორმით შეუძლია მიმართოს ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა?

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მიხედვით, შექმნილია 348 საარჩევნო უბანი, კერძოდ:

  • ქართულ-აზერბაიჯანული – 211 უბანი;
  • ქართულ-სომხური – 133 უბანი;
  • ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული – 4 უბანი.

იხილეთ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში შექმნილი საარჩევნო უბნები.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს მისაწვდომია:

  • საარჩევნო ბიულეტენი ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ, ხოლო შერეულ საარჩევნო უბნებზე (4 საარჩევნო უბანი) ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • ამომრჩეველთა ერთიანი სია ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • ბიულეტენის შევსების წესი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.

ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა ინფორმირება

  • ცესკო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებისთვის სერვისების შესახებ ვიდეორგოლის მომზადებას;
  • ყველა ვიდეორგოლი ნათარგმნია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივ მედია საშუალებებში;
  • ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შეუძლიათ. იხილეთ ბმული
  • ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის (2 51 00 51) საშუალებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩევლებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ნათარგმნი საარჩევნო დოკუმენტაცია

სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერები ინტენსიურ ტრენინგებს უტარებენ. ასევე, მათთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნია შემდეგი სახელმძღვანელოები:

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ