A
A A A
a A

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომებისა და თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის არჩევის პროცესის შესახებ/სტატისტიკა 2 ოქტომბრის მდგომარეობით

2020 წლის 28-30 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა. სხდომები, ყველა -  3 657 საარჩევნო უბანზე იქნა მოწვეული და 3 649 საარჩევნო  უბანზე ჩატარდა. 8 საარჩევნო უბნიდან, სადაც სხდომა არ ჩატარებულა, ორგან არ შედგა ქვორუმი (ესწრებოდა კომისიის 7 წევრზე ნაკლები), ხოლო 6 საარჩევნო უბნის წევრები პანდემიიდან გამომდინარე, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. აღნიშნული სხდომები ხელახლა იქნება მოწვეული.

კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კომისიების თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი აირჩიეს.

საარჩევნო უბნებში კომისიების პირველი სხდომები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. სხდომებს ესწრებოდა 6 საარჩევნო სუბიექტის 524 წარმომადგენელი, 21 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 166 დამკვირვებელი და 2 მედიასაშუალების 2 წარმომადგენელი. აღსანიშნავია რომ არცერთი გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ  უფლებამოსილი პირების მიერ  საოლქო საარჩევნო კომისიებში არ გასაჩივრებულა.  

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 12 წევრიანი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 6 წევრს ნიშნავენ უფლებამოსილი პარტიები. სულ საუბნო საარჩევნო კომისიის 43 814 წევრიდან საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეულია 21 926 წევრი, ხოლო  უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულია - 21 888 წევრი.   

უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების სტატისტიკა შემდეგია:

 

პარტია

 

რაოდენობა

პ/გ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

10950

პ/გ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

3657

პ/გ "ევროპული საქართველო"

3656

პ/გ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

3625

 

თავმჯდომარის/მოადგილის/მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ კომისიის არანაკლებ 2 წევრს და გადაწყვეტილების მიღება ხდება სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით (არანაკლებ 7 წევრის ხმა).  ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან ხელმძღვანელ პირებად არჩევის უფლებრივი შესაძლებლობა და პირობები თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ წევრზე, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კონკურსის წესით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან,  თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის პოზიციაზე არჩეულ პირთა სტატისტიკა შემდეგია:

 

თანამდებობა

 

ოლქის მიერ არჩეული

 

%

კომისიის თავმჯდომარე

3200

87.70%

კომისიის თავმჯდომარე (მ/შ)

14

0.38%

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

3041

83.43%

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მ/შ)

12

0.33%

კომისიის მდივანი

3160

86.60%

კომისიის მდივანი (მ/შ)

15

0.41%

 

რაც შეეხება უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, მათგან თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის პოზიციაზე არჩეულ პირთა სტატისტიკა შემდეგია:

 

თანამდებობა

 

პ/გ "ევროპული საქართველო"

 

%

 

პ/გ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

 

%

 

პ/გ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

 

%

 

პ/გ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

 

%

კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარე (მ/შ)

 

0

 

 

0

 

 

0

 

 

434

 

11.90%

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/თავმჯდომარის მოადგილე (მ/შ)

 

1

 

0.03%

 

2

 

0.05%

 

5

 

0.14%

 

584

 

16.02%

კომისიის მდივანი/მდივანი (მ/შ)

 

1

 

0.03%

 

1

 

0.03%

 

3

 

0.08%

 

465

 

12.76%

 

3 657 საარჩევნო უბნის წევრების გენდერული სტატისტიკა შემდეგია:

 

სულ

 

კაცი

 

%

 

ქალი

 

%

43814

11173

25.50%

32641

74.50%

 

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევების შედეგების გენდერული სტატისტიკა შემდეგია:

 

თანამდებობა

 

კაცი

 

%

 

ქალი

 

%

კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარე (მ/შ)

1269

34.79%

2379

65.21%

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/თავმჯდომარის მოადგილე (მ/შ)

1132

31.06%

2513

68.94%

კომისიის მდივანი/მდივანი (მ/შ)

261

7.16%

3384

92.84%

 

აღსანიშნავია, რომ არჩეული ხელმძღვანელი პირებიდან, ბოლო ორ საერთო არჩევნებზე ანალოგიურ პოზიციებზე, ხელმძღვანელ პირებად ნამუშევარი აქვს 7544 პირს (79.90%):

 

თანამდებობა

 

გამოცდილება 2017-2018

კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარე (მ/შ)

2855

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/თავმჯდომარის მოადგილე (მ/შ)

2300

კომისიის მდივანი/მდივანი (მ/შ)

2389