A
A A A
a A

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული საინფორმაციო - სასწავლო მასალები

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა შეიმუშავა შესაბამისი სასწავლო და საინფორმაციო ხასიათის  მასალა.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის თარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე. 

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა ასევე უზრუნველყო 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების თარგმნა ინგლისურ ენაზე.