A
A A A
a A

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის შშმ პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული სასწავლო კურსი ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა“ წარუდგინა. მისი თქმით სასწავლო კურსი განკუთვნილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის და შემდეგ საკითხებს მოიცავს: შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტი; შშმ ამომრჩევლებთან ქცევის ნორმები; შშმ ამომრჩევლებისთვის დანერგილი სხვადასხვა სერვისები.

ელექტრონული სასწავლო კურსი ცესკომ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შეიმუშავა.

სულ: 3 ფოტო