A
A A A
a A

ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის (II ეტაპი)

სწავლების ცენტრმა ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის დაგეგმილი ტრენინგების კურსის განხორციელება დაასრულა.

2020 წლის 9 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგების II ეტაპი, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებს და კენჭისყრის დღის პროცედურებს, მათ შორის:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესი;
  • საარჩევნო უბნის დახურვა და საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • საარჩევნო ყუთების გახსნა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად. 

სულ: 3 ფოტო