A
A A A
a A

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა III ეტაპის ტრენინგები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება III ეტაპის ტრენინგები.

აღნიშნული ეტაპზე გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლება პროფილური პროგრამით, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორციელება კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა კენჭისყრის პროცესში;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორციელება საარჩევნო უბნის დახურვისა და ხმის დათვლის პროცესში;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში;
  • ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში სანიტარიულ - ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები.

საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სატრენინგო პროგრამის ჩატარება გათვალისწინებულია სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

III ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლებას დაეთმო.