A
A A A
a A

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს" ფარგლებში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართეს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებოდნენ და მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში ეხმარებოდნენ. ასევე, დამატებით აწვდიდნენ ინფორმაციას 2020 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

გარდა ამისა, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ამომრჩეველთა მონაცემების ბარათებთან ერთად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.

ინფორმირების კამპანიის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის მორიგი არჩევნებისთვის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

 

სულ: 26 ფოტო