A
A A A
a A

საინფორმაციო შეხვედრა დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის

სწავლების ცენტრმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების (პარტია/საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები: პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესის ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; კენჭისყრის დღის პროცედურები; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების და არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებრივი მდგომარეობა (მათ შორის, მათი როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად); ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების რეალიზება (მათ შორის, რეგულაციები ხმის მიცემის პროცესში ფარულობის და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად); კენჭისყრის შედეგების შეჯამება; კენჭისყრის დღის საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა.

საინფორმაციო შეხვედრა 2020 წლის 16 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 29 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 45 წარმომადგენელმა და 13 საარჩევნო სუბიექტის 16 წარმომადგენელმა. შეხვედრას ასევე დაესწრო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი.