A
A A A
a A

31 ოქტომბრის არჩევნებზე უსინათლო ამომრჩევლები საარჩევნო ბიულეტენის შესავსები განახლებული ჩარჩო/ფორმით დამოუკიდებლად შეძლებენ ხმის მიცემას

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობს, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ განახლებულ ჩარჩო/ფორმას გაეცნო. დისტანციურად გამართულ შეხვედრაზე, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ ჯგუფის წევრებს ზემოაღნიშნული ჩარჩო/ფორმა წარუდგინა, რომელიც უსინათლო ამომრჩევლებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. ჩარჩო/ფორმის განახლება 2020 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებული სუბიექტების გაზრდილმა რიცხვმა განაპირობა (31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის 50 სუბიექტი: 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკია რეგისტრირებული).

ჩარჩო/ფორმის დამზადების ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი, რომელიც აღნიშნული ფორმის შემუშავების დროს იყო აქტუალური, სამუშაო ჯგუფის ფორმატში იხილებოდა.

სამუშაო შეხვედრის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოადგინეს; მათ მადლობა გადაუხადეს საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობისთვის, რომელსაც ცესკო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართულებით ახორციელებს.

უსინათლო ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) და უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა.

 

სულ: 2 ფოტო