A
A A A
a A

განახლებული სტატისტიკური ინფორმაცია შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შესახებ არჩევნების მეორე ტურის შესაბამისად

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებისა და შემდგომი ანალიზის მიზნით დაამუშავა და 19 ნოემბერს გამოაქვეყნა შესწორების ოქმების სტატისტიკური მონაცემები, რაც მოიცავდა 2016 წლიდან 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის ჩათვლით სტატისტიკას შესწორების ოქმებთან და ახსნა-განმარტებებთან მიმართებაში. ამ მონაცემებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რას შეეხებოდა შესწორების ოქმები; დამუშავებული ინფორმაცია მოიცავს სტატისტიკას 2017 წლიდან 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის ჩათვლით (იხ: ბმული).

ცესკომ დაამუშავა და განაახლა სტატისტიკური მონაცემები არჩევნების მეორე  ტურის შესაბამისად. როგორც მონაცემებიდან ჩანს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე უფრო ნაკლებ უბანზე დაიწერა შესწორების ოქმი (72 - 3.60%), ვიდრე ეს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში იყო (85 - 3.92%).

განახლებულ ცხრილში ასახულია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებიდან 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ჩათვლით საარჩევნო უბნების მიხედვით დაწერილი შესწორების ოქმების და ახსნა-განმარტებების სტატისტიკა: 


განახლებულ ცხრილში 2017 - 2020 წლების მიხედვით არის ასახული სტატისტიკური მონაცემები იმის თაობაზე თუ რას ეხებოდა შესწორების ოქმები: