A
A A A
a A

საარჩევნო ადმინისტრაციამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საარჩევნო ადმინისტრაციამ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), ისე საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა მარტოხელა, ასევე ხანდაზმულ პირებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საკვები პროდუქტების შესაძენი ბარათები გადასცეს. 32 ოჯახს ასევე გადაეცა პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ დამდეგი შობა-ახალი წელი ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა და საჩუქრად საახალწლო ნობათიც გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ბენეფიციარებს შორის არიან „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ საქველმოქმედო აქციაში ჩართული ოჯახები, რომელთა შესახებ ცესკოს ინფორმაცია უშუალოდ ორგანიზაციამ მიაწოდა.  

სულ: 6 ფოტო