A
A A A
a A

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პარლამენტის არჩევნების ორგანიზებისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

პარლამენტის არჩევნები მოიცავდა 31 ოქტომბერს ჩატარებულ I ტურს და 21 ნოემბერს გამართულ II ტურს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 

პარლამენტის არჩევნებთან ერთად გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების I და II ტური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ქალაქ თბილისის (კრწანისის №4.07 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი), თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების I და II ტური.

პარლამენტის არჩევნების (I და II ტური) ორგანიზების პროცესში გათვალისწინებული იყო ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათ შორის, განსაკუთრებით პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ პარლამენტის არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, სადაც ხარვეზების მიუხედავად, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები.

ანგარიში იხილეთ ბმულზე