დაბლოკების ვადამ 21 თებერვლამდე გადაიწია
მედია რელიზი
დაბლოკების ვადამ 21 თებერვლამდე გადაიწია
19 თებერვალი, 2004
19 თებერვალს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა, რომელზეც კომისიამ ორი დღით (21 თებერვლის 18:00 საათამდე) გადაწია პოლიტიკური პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაბლოკების შესახებ განცხადების შემოტანის ვადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დაბლოკების შესახებ შემოტანილ განცხადებებზე საბოლოო გადაწყვეტილება 25 თებერვლის 18:00 საათამდე უნდა მიიღოს.
ამ დრომდე ცესკო-ში შემოტანილია განცხადები შემდეგი საარჩევნო ბლოკების შექმნის შესახებ:
1. ბლოკი “ედპ-ტრადიციონალისტები” (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია-ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი);
2. ბლოკი “ნაციონალური აღორძინება” (საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი-საქართველოს ჰელსინკის კავშირი);
3. ბლოკი “სამშობლო” (საქართველოს კონსერვატული (მონარქისტული) პარტია- საქართველოს კონსერვატული პარტია)
4. ბლოკი “მემარჯვენე-ოპოზიცია, მრეწველები-ახლები” (“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”-“ახალი მემარჯვენეები”)
აღნიშნული საარჩევნო ბლოკებიდან ცესკო-ს მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულია “ედპ-ტრადიციონალისტები”.